”მათეს მკვლელობა არავის უნდა შერჩეს!” – ”სპარში” მომხდარი ჩხუბისას დაშავებული მათე ჯომიდავა გარდაიცვალა

”მათეს მკვლელობა არავის უნდა შერჩეს!” - ”სპარში” მომხდარი ჩხუბისას დაშავებული მათე ჯომიდავა გარდაიცვალა2019 წლის 30 დე­კემ­ბერს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე “სპარ­ში” მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად, სუ­პერ­მარ­კე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი მათე ჯო­მი­და­ვა და­შავ­და. ბიჭი, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმე­ლის მხრი­დან ბლაგ­ვი საგ­ნის თავ­ში ჩარ­ტყმის შე­დე­გად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, გუ­შინ, 21 იანვარს, გარ­და­იც­ვა­ლა.

19 წლის ახალ­გაზ­რდა თით­ქმის ერთი თვე კო­მა­ში იყო. გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის თქმით, ჯო­მი­და­ვა “სპარ­ში” კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და. 30 დე­კემ­ბერს მა­ღა­ზი­ა­ში ერ­თმა­ნეთს გამ­ყიდ­ვე­ლი და მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­უ­პი­რის­პირ­დენ.

ჩხუბ­მა სუ­პერ­მარ­კე­ტი­დან ქუ­ჩა­ში, მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც თავ­დამ­სხმელ­მა ჯო­მი­და­ვას სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვა­ფე­ნი­ლის ფილა ჩა­არ­ტყა თავ­ში.

“იმ სა­ღა­მოს მა­ღა­ზი­ა­ში ოთხი ახალ­გაზ­რდა ბიჭი შე­სუ­ლა, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ ოთხი­ვე. ყვი­როდ­ნენ და ბილ­წსი­ტყვა­ობ­დნენ. მათე მი­სუ­ლა მათ­თან და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, რის შემ­დე­გაც შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოს­ვლი­ათ. სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ მა­თეს­თვის, რაც ხელ­ჩარ­თულ ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და.

ამ დროს, ერთ-ერ­თმა თავ­დამ­სხმელ­მა, ზუს­ტად არ ვიცი, რა სა­გა­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ ქვა ჩა­არ­ტყა თავ­ში. რო­გორც ოჯახ­მა გა­ი­გო, ამ ოთხი­დან ორი პირი და­ა­კა­ვეს და ორი­ვე გი­რა­ო­თია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი“ – უთხრა ამბებს გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ძაშ­ვილ­მა.

19 წლის სტუ­დენ­ტი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი იყო. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში ცხოვ­რო­ბენ. ჯო­მი­და­ვე­ბის ნა­თე­სა­ვის თქმით, გარ­დაც­ვლილს აფხა­ზეთ­ში ხვალ გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

“ეს უწე­სი­ე­რე­სი ბავ­შვი ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და და პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და კონ­სულ­ტან­ტად. წვა­ლობ­და, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­და­ე­ხა­და… მკვლე­ლი კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით უნდა და­ი­სა­ჯოს, არა­ვის არ უნდა შერ­ჩეს მა­თეს მკვლე­ლო­ბა!

შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტებს აკე­თებს ჩემი ძმა და ხვალ აფხა­ზეთ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, სა­ბე­რი­ო­ში” – გა­ნუ­ცხა­და ამბებს გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სავ­მა მა­რი­ნა ჯო­მი­და­ვამ.

შემ­თხვე­ვი­დან მა­ლე­ვე ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს ერთი ადა­მი­ა­ნი. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბამ სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, და­ნა­შა­უ­ლი ოთხი­დან შვიდ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამბები