მევლუთ ჩავუშოღლუ – ”საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს”

მევლუთ ჩავუშოღლუ - ”საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს”თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საპანელო განხილვაზე ნატო-ს გაფართოებაზე ისაუბრა.

„არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო და არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რომ ის წევრი ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ გვაქვს მეზობლობაზე უკეთესი ურთიერთობები რუსეთთან, თუმცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იწვევენ საქართველოს, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოახდინონ. საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ უნდა გავფართოვდეთ და საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა“,-განაცხადა ჩავუშოღლუმ.

იპნ