მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად დაინიშნა

მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად დაინიშნამომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, დავით გომართელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის უწყებაში 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს წამყვან პოზიციას იკავებდა.

„მისი პორტფელი მოიცავს კულტურის სფეროში საქმიანობას, კერძოდ ქართული კულტურის პოპულარიზაციას იტალიაში. მოგეხსენებათ, რომ დავით გომართელს გააჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება იგი წამყვან პოზიციას იკავებდა უწყებაში 2005 წელს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს და ზოგადად დამკვიდრებული პრაქტიკაა, როდესაც კულტურის მოღვაწეებს დიპლომატია იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში, პოზიტიური იმიჯის განმტკიცების მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ ბატონ დავითს ამ მხრივ ჰქონდა საკმაოდ კარგი გამოცდილება, მისი იტალიური კულტურისა და იტალიური ენის ცოდნა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ის შეირჩა ამ კანდიდატურაზე,“ – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იპნ