რუსთაველის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ივანე (ვანო) გოგიტიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. მსახიობი 67 წლის იყო.
გოგიტიძე რუსთაველის თეატრში თითქმის 50 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი სასცენო პერსონაჟები იყვნენ: კოტე („ხანუმა“), ტატიშჩევი ( „ივანე მრისხანეს სიკვდილი“),პარისი („რომეო და ჯულიეტა“), ჯიმი (დაკრძალვა კალიფორნიაში “), ამერიკელი ჯარისკაცი ( „ას ერგასის დღე“), რაშიდა („მეშვიდე ცა“), რეგვენი, იოსები („კავკასიური ცარცის წრე“), კოსტა („თავისუფალი თემა“), კორნუოლი ( „მეფე ლირი“), დევინსონი ( „მარიამ სტიუარტი“), მეთორმეტი მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“) და სხვა.
„ვანო გოგიტიძე რუსთაველის თეატრის ტრიუმფის უშუალო მონაწილეა. რუსთაველის თეატრის დასი დიდი გულისტკივილით ეთხოვება ვანო გოგიტიძეს, მისი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში“, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმედინიუსი