მსახიობი ვანო გოგიტიძე გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ივანე (ვანო) გოგიტიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. მსახიობი 67 წლის იყო.

გოგიტიძე რუსთაველის თეატრში თითქმის 50 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი სასცენო პერსონაჟები იყვნენ: კოტე („ხანუმა“), ტატიშჩევი ( „ივანე მრისხანეს სიკვდილი“),პარისი („რომეო და ჯულიეტა“), ჯიმი (დაკრძალვა კალიფორნიაში “), ამერიკელი ჯარისკაცი ( „ას ერგასის დღე“), რაშიდა („მეშვიდე ცა“), რეგვენი, იოსები („კავკასიური ცარცის წრე“), კოსტა („თავისუფალი თემა“), კორნუოლი ( „მეფე ლირი“), დევინსონი ( „მარიამ სტიუარტი“), მეთორმეტი მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“) და სხვა.

„ვანო გოგიტიძე რუსთაველის თეატრის ტრიუმფის უშუალო მონაწილეა. რუსთაველის თეატრის დასი დიდი გულისტკივილით ეთხოვება ვანო გოგიტიძეს, მისი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში“, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმედინიუსი