New York Times-მა ირანის მიერ უკრაინული ბოინგის ჩამოგდების ვიდეო გამოაქვეყნა

New York Times-მა ირანის მიერ უკრაინული ბოინგის ჩამოგდების ვიდეო გამოაქვეყნაThe New York Times-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ, აღბეჭდილია ორი ირანული რაკეტის მიერ უკრაინულ ბოინგთან შეჯახების ფაქტი.

ვიდეოში ჩანს ორი სავარაუდო გაშვება 30 წამის ინტერვალით და შემდეგ აალებული ობიექტი, რომელიც როგორც The New York Times-ი ირწმუნება, სწორედ უკრაინული ლაინერია.

ჩანაწერი ირანული სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარე სახლის სახურავზე განთავსებული ერთ-ერთი სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

ვიდეოს თარიღი 17.10.2019 ავიაკატასტროფის თარიღს არ ემთხვევა, თუმცა NYT-ი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი ირანში გრიგორიანულის ნაცვლად სპარსული კალენდრის გამოყენებაა.

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო. აქციაში მონაწილეობის გამო პოლიციამ ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი რამდენიმე საათით დააკავა.