ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშანიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან 4 სეტში წააგო და ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ბასილაშვილმა პირველი სეტი 6:4 მოიგო და მეორე სეტსაც ბრეიკით იგებდა, მაგრამ 6:7 დამარცხდა.

მატჩის საბოლოოდ ანგარიშია: 6:4, 6:7, 4:6, 4:6.  ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან მიღებული ქულები ვერ დაიცვა და სავარაუდოდ ის რეიტინგში უკან დაიწევს. ბასილაშვილს პირველ წრეშიც გაუჭირდა და ავსტრალიის ღია პირველობაზე ის საუკეთესო ფორმაში აშკარად არ იყო.