ნინო გორგოშიძის მიმართ მუქარის გამო ბრალდებულ მის ყოფილ მეუღლეს, ლაშა ჩიქოვანს, 3.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ნინო გორგოშიძის მიმართ მუქარის გამო ბრალდებულ მის ყოფილ მეუღლეს, ლაშა ჩიქოვანს, 3.000 ლარიანი გირაო შეეფარდაყოფილი მეუღლის, ნინო გორგოშიძის, მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ლაშა ჩიქოვანს ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, ნინო ჩიქოვანმა (გორგოშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს.

ამასთან, სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე აცხადებდა, რომ ის ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო როგორც მეუღლის, ასევე მისი მამამთილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

იპნ