ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”მანჩესტერში პროგრესი არის”

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”მანჩესტერში პროგრესი არის”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მის გუნდში პროგრესი არის, თუმცა ჯერ დასახულ მიზნამდე შორია და კიდევ ბევრია სამუშაო. სოლსკიაერის აზრით მალე მანჩესტერის თამაშში პროგრესს ყველა დაინახავს:

”ლივერპულთან თამაშს დადებითად ვაფასებ, რადგან ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით და ბოლო წუთამდე შედეგი გაურკვეველი იყო. ვფიქრობ რომ მალე ყველა დაინახავს პროგრესს ჩვენს თამაშში, თუმცა სამუშაო ბევრი გვაქვს”. ლივერპულთან მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად 0:2 წააგო.