“ოცნების” აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ოთო კახიძეს ხელით შეეხო – ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება “ევროპული საქართველოს” ოფისთან

"ოცნების" აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ოთო კახიძეს ხელით შეეხო - ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება "ევროპული საქართველოს" ოფისთანდაპირირება ევროპული საქრთველოს ოფისთან – “ოცნების” მხარდამჭერები “ევროპული საქართველოს” წევრის, ოთო კახიძისგან მოითხოვდნენ ბოდიშის მოხდას. მიზეზი თუ რის გამო ითხოვდნენ აქციის მონაწილეები კახიძისგან ბოდიშს ბუნდოვანია.
არსებული ინფორმაციით, ისინი აპროტესტებდნენ კახიძის განცხადებას, რომელიც მან ტროლებთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ გააკეთა.
“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი და მოძრაობის “შეინარჩუნე სიცოცხლე” წევრი, შაკო კუჭაშვილი ოთო კახიძეს ხელითაც კი შეეხო. სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ, შაკო კუჭაშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.