პაშინიანი – ”სომხეთი არც ანტიირანულ და არც ანტიამერიკულ ქმედებებში არ ჩაერევა”

პაშინიანი - ”სომხეთი არც ანტიირანულ და არც ანტიამერიკულ ქმედებებში არ ჩაერევა”სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი ტურისტებთან ერთად სევანის ტბის სიახლოვეს მთაზე ავიდა.

ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

თოვლიან მთაზე ასვლის შემდეგ პაშინიანმა ირანს და შეერთებულ შტატებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

პრემიერის თქმით, ორივე ქვეყანა სომხეთისთვის მეგობარია და ერევანი არც ანტიირანულ და არც ანტიამერიკულ ქმედებებში არ ჩაერევა.

რუსთავი 2