ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს ეძებენ

ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცი მეოთხე დღეა დაკარგულია. ახლობლების ინფორმაციით, ის სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი