ფოთში ქმარმა ცოლი დაჭრა

ფოთში ქმარმა ცოლი დაჭრაფოთში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გდაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა  დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვს მიყენებული და ასევე, აღენიშნება ორი ნაკვეთი ჭრილობა.

“გამოძახებაზე მისულ ჯგუფს დაგვხვდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში და ორი ნაკვეთი ჭრილობა. როგორც ამბობენ,  დაზიანებები მიაყენა მეუღლემ.”- ამბობენ ექიმები.

შშს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126 პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებას თავისუფლების აღკვეთას 2 წლის ვადით. შშს-ს ინფორმაციით, დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებულია.