პოლ პოგბას ოპერაცია სჭირდება

პოლ პოგბას ოპერაცია სჭირდებამანჩესტერ იუნაიტედის ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას ტრავმა ისევ გაუმიზეზდა და მას სავარაუდოდ ოპერაცია დასჭირდება. პოგბა რამდენიმე ტრავმირებული იყო და ის დეკემბრის ბოლოს დაბრუნდა, თუმცა მალე ისევ ტრავმა მიიღო.

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის აზრით, პოგბას ოპერაცია სჭირდება და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ის ბოლომდე გამოჯანმრთელებას. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანში დაუბრუნდება მოედანს პოგბა ოპერაციის შემდეგ და რამდენად შეძლებს ის ოპტიმალურ ფორმაში შესვლას.