პუერტო-რიკოს სანაპიროსთან 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პუერტო-რიკოს სანაპიროსთან 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდაპუერტო-რიკოს სანაპიროსთან დღეს 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ პონასედან 26 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა. ქალაქის მოსახლეობა 135 ათასს შეადგენს. სტიქიის ეპიცენტრის სიღრმემ 5 კილომეტრი შეადგინა.

ამ დროისთვის სტიქიის შედეგად ნგრევის და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.