“ქართულ ოცნებაში” მიხეილ ქარელს გორის მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილავენ

"ქართულ ოცნებაში" მიხეილ ქარელს გორის მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილავენ2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართული ოცნება კანდიდატების შერჩევას იწყებს. როგორც რადიო “მოზაიკასთვის” გახდა ცნობილი მმართველ გუნდში გორის მაჟორიტარად მიხეილ ქარელის კანდიდატურა განიხილება.
ჯერჯერობით მიხეილ ქარელი მედიასთან საუბრისგან თავს იკავებს, დღის განმავლობაში მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ოპოზიციური პარტიები “ქართული ოცნებასა” და შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორთან საეჭვო გარიგებებსა და კავშირებზე ბოლო წლების განმავლობაში საუბრობდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილი მაღალჩინოსნების (მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის) წინააღმდეგ ბრალდების გასამყარებლად მმართველი გუნდი სწორედ, მიხეილ ქარელის პოზიციას გამოიყენებს. ამ უკანასკნელთან პირდაპირ კომუნიკაციაში ყოფილ მინისტრს, გოგა ხაინდრავას ასახელებდნენ.

მიხეილ ქარელის სახელი აქტუალური დღეს, ირაკლი ოქრუაშვილის წერილის გავრცელების შემდეგ გახდა, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაში ამხელს.

რადიო ”მოზაიკა”