„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება“„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, – აცხადებს პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

მას ახლა ივანიშვილის პრემიერად მობრუნება ნაკლებად სავარაუდო ჰგონია, იმიტომ, რომ საარჩევნო წელია.

”თუმცა ის, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს და მომავალ პრემიერად და მომავალი პროგრამით წარსდგეს ხალხის წინაშე, უფრო ლოგიკური მგონია. გამარჯვების შემთხვევაშიც, სწორედ მას ექნება გარკვეული ლეგიტიმაცია – ხალხის მხარდაჭერა.

თუმცა ის მიდგომები, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს – კულუარულად მართვა, – ცივილიზებული სამყაროსთვის აბსოლუტურად მიუღებელია და დამარცხების შემთხვევაში, „ოცნების“ ბევრ პირველს პირს ალბათ პასუხისგება მოუწევს, რადგან კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება… ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, ივანიშვილი ახლა პარტიის გაძლიერებით არის დაკავებული. „ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილი დღეს პარტიის გაძლიერებით არის დაკავებული. ის ხვდება იმ ადამიანებს, ვინც შემდგომში „საარჩევნო ველზე“ უნდა იმუშაოს. ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ შემავსებელი ახალი სახეები გახდებიან.

გახარიას გადაყენების შემთხვევაში კი, პრემიერად უფრო ნეიტრალური ფიგურას დანიშნავს. საარჩევნო სიასთან, და გუნდთან დაკავშირებით საკუთარი პრეტენზიები რომ არ წააყენოს. საარჩევნოდ, შიდა დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ყველა ხვდება, რომ მხარდაჭერა ისეთი აღარ არის, როგორიც თუნდაც 2016 წელს. ამიტომ კვოტებზე და მაჟორიტარებზე მძაფრი „ბრძოლა“ იქნება. გიორგი გახარია კი დღეს მარტოა დატოვებული“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.