ქედაში 5 კაცი დაშავდა ავარიის შედეგად

ქედაში 5 კაცი დაშავდა ავარიის შედეგადქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ მახუნცეთში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ხუთივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ორი დაშავებული ამბულატორიული დახმარების შემდეგ გაწერეს, სამი კი, კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილი ტურისტია. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

პირველი არხი