რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშამსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ნადალმა მეოთხედფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმთან წააგო, ანგარიშით 6:7, 6:7, 6:4, 6:7. შეხვედრა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და ის 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ნადალი პირველ და მეორე სეტებში ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ტიმმა გადამწყვეტ მომენტებში უკეთესად ითამაშა.

ამ წაგების შემდეგ ნადალმა შესაძლოა რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგოს, თუ ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირის მოგებას შეძლებს. ჯოკოვიჩი ხუთშაბათს, ნახევარფინალში როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.