რუსთავის რესტორანში ქეიფის დროს 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავის რესტორანში ქეიფის დროს 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალარუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მამაკაცი რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოულოდნელად კი გონება დაკარგა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს შუახნის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძეიბა სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

ინფორუსთავი