რუსთავში 17 წლის ნინი წიკლაურმა თავი მოიკლა – ის მე-9 სართულიდან გადახტა – ვიდეო

რუსთავში 17 წლის ნინი წიკლაურმა თავი მოიკლა - ის მე-9 სართულიდან გადახტა - ვიდეორუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს.

მეზობლები “ინფო რუსთავთან” საუბარში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა სავარაუდოდ სიმაღლიდან გადმოხტა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილი გოგონა 17 წლის ნინი წიკლაურია.

გოგონა მე-12 კლასელი იყო და მე-7 საჯარო სკოლაში სწავლობდა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ნინის ოჯახი თბილისის ქუჩაზე ცხოვრობს, როგორ მოხვდა ის მესხიშვილის ქუჩაზე, უცნობია.

გოგონა ცხრასართულიანი შენობის სახურავზე ავიდა და სუიციდამდე წერილი დაწერა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით წერილში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა, ის ოჯახის წევრებს დაემშვიდობა და საკუთარი პირადი ნივთები სახურავზე დატოვა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.