რუსთავში 5 ადამიანს თითები მოაჭრეს – ვიდეო

რუსთავში 5 ადამიანს თითები მოაჭრეს - ვიდეორუსთავში საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენებისას 8 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებიდან 6 მოზარდია, მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი 10 წლისაა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით დაშავებული 8 ადამიანიდან 5-ს თითების ამპუტაცია დასჭირდათ.

პაციენტები მკურნალობას რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა რუსთავში გადიან, ნაწილი კი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკებში გადაიყვანეს.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფორუსთავი