რუსთავში გაგუდული გურამ გოგბაიძე გამსახურდიას და კოსტავას თანამებრძოლი იყო

რუსთავში გაგუდული გურამ გოგბაიძე გამსახურდიას და კოსტავას თანამებრძოლი იყორუს­თავ­ში, მშე­ნე­ბელ­თა ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მამა-შვი­ლი გუ­რამ და იაგო გოგ­ბა­ი­ძე­ე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ. მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, წყლის გა­მათ­ბობ­ლი­დან სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში დაგ­რო­ვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნამ­წვი გახ­და.

ტრა­გე­დი­ის თვითმხილ­ვე­ლი, გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძის ძმა გახ­და, რო­მელ­მაც მას შემ­დეგ, რაც მამა-შვი­ლი კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­ვი­და, 21 იან­ვარს, და­კე­ტი­ლი ბი­ნის კარი შე­ამ­ტვრია. ად­გილ­ზე შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი დახ­ვდათ: იაგო გოგ­ბა­ი­ძე სა­წოლ­ში იწვა, გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძე კი, აბა­ზა­ნას­თან, დე­რე­ფან­ში. ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძეს მისი თა­ო­ბის რუს­თა­ვე­ლე­ბი და არა მხო­ლოდ რუს­თა­ვე­ლე­ბი, კარ­გად იც­ნო­ბენ, რო­გორც “სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის” აქ­ტი­ურ წევ­რს, დი­სი­დენტს, “წმინ­და ილია მარ­თლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის” რუს­თა­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს.

AMBEBI.GE-სთან გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძის შე­სა­ხებ მის­მა მე­გო­ბარ­მა, ის­ტო­რი­კოს­მა თა­მარ ცნო­ბი­ლა­ძემ ისა­უბ­რა:

“სა­ოც­რად დიდი პატ­რი­ო­ტი, ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო. ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი, რა­ი­მეს რომ იტყო­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებ­და, სა­მარ­თლი­ა­ნი და სი­ტყვის კაცი იყო. “ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბის” წევ­რი ვი­ყა­ვი, მა­შინ ფა­რუ­ლად, ია­ტაკ­ქვეშ, თბი­ლის­ში ვაჟა მთავ­რიშ­ვი­ლის ბი­ნა­ში ვიკ­რი­ბე­ბო­დით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1989 წელს გა­ვი­ცა­ნი ბა­ტო­ნი გუ­რა­მი, სწო­რედ მისი თა­ოს­ნო­ბით შე­იქ­მნა შემ­დგომ “წმინ­და ილია მარ­თლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა”. იმ დროს ძა­ლი­ან უჭირ­და სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ იმ­დე­ნად ერთ მუშ­ტად ვი­ყა­ვით შეკ­რუ­ლე­ბი, რომ ამ გა­ჭირ­ვე­ბას ვერ ვგრძნობ­დით.

კოს­ტა­ვას ბი­ნა­ში ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ვგეგ­მავ­დი აქ­ცი­ებს, ხალ­ხთან შეხ­ვედ­რებს. გუ­რა­მი რუს­თავ­ში ატა­რებ­და საპ­რო­ტეს­ტო მი­ტინ­გებს, ის ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და ამ პრო­ცესს, მე რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი, ხალ­ხს ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვუხ­სნი­დი, თუ რა­ტომ უნდა გამ­ხდა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. ბა­ტონ გუ­რამს მი­ტინ­გი მი­ყავ­და, ბევ­რი გვლან­ძღავ­და მა­შინ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გვერ­დში გვედ­გა”, – გვი­ამ­ბო გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძის მე­გო­ბარ­მა, თა­ნა­მებ­რძოლ­მა, პე­და­გოგ­მა და ის­ტო­რი­კოს­მა თა­მარ ცნო­ბი­ლა­ძემ.

ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის ფო­ტო­არ­ქივ­ში ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დრო­ინ­დე­ლი ფო­ტო­ე­ბი უხ­ვა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი. ამ ფო­ტო­ებ­ზე გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძე ძი­რი­თა­დად შეკ­რე­ბებ­ზე და მი­ტინ­გებ­ზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

“სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბა” “ქარ­თულ დი­სი­დენ­ტურ მოძ­რა­ო­ბად” XX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მი­ზა­ნი – სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გას­ვლა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა იყო. ქარ­თუ­ლი დი­სი­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის მთა­ვა­რი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი იყო ის, რომ აქ­ცენტს აკე­თებ­და არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე, არა­მედ ცდი­ლობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდე­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­სი­დენ­ტუ­რი ბრძო­ლის ძი­რი­თად სა­ხედ იქცა არა­ლე­გა­ლუ­რი ან­ტი­საბ­ჭო­თა ლი­ტე­რა­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბა. ლი­დე­რებ­თან – ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან და მე­რაბ კოს­ტა­ვას­თან ერ­თად, გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძე საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. საბ­ჭო­ურ­მა რე­ჟიმ­მა ის 1984 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ან­ტი­საბ­ჭო­უ­რი პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რა და 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

მა­ლე­ვე, რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, და­სავ­ლე­თის ზე­წო­ლით, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ნა­წი­ლი, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძემ”,აღი­ა­რე­ბა­ზე“ უარი თქვა და ცი­ხე­ში 4 წელი გა­ა­ტა­რა. პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, 1988 წელს, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, ის კვლავ აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ეროვ­ნულ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში. გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლო­ბის მო­თხოვ­ნით გა­მარ­თულ ყვე­ლა მი­ტინ­გში და აქ­ცი­ა­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. უშუ­ა­ლოდ მისი თა­ოს­ნო­ბით ტარ­დე­ბო­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი რუს­თავ­ში.

ამბები