რუსთავში მამაკაცი საპირფარეშოში გარდაცვლილი ნახეს – ვიდეო

რუსთავში, ახალგაზრდა მამაკაცი, კვების ერთ-ერთი ობიექტის საპირფარეშოში, გარდაცვლილი ნახეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების ზედოზირება გახდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ობიექტის თანამშრომელი არ ყოფილა და დაწესებულებაში ქუჩიდან, საპირფარეშოს გამოსაყენებლად შევიდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გარდაცვლილი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

“სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა შემოიყვანა ახალგაზრდა მამაკაცი. შემოყვანისთანავე დაფიქსირებული იყო გულის გაჩერება, სუნთქვა არ ჰქონდა. არ ვიცოდით როდის დადგა ეს შედეგი და დაწყებულ იქნა რეანიმაცია მთელი მოცულობით. შედეგი სავალალოა დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – განაცხადა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ.

ცხედარი, ექსპერტიზის ჩასატარებლად, რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი