რუსთავში წლინახევრის ბავშვი ძილში გარდაიცვალა

რუსთავში წლინახევრის ბავშვი ძილში გარდაიცვალარუსთავში ჩვილი გარდაიცვალა.

როგორც “ინფო რუსთავს” დაღუპული ბავშვის ოჯახის ერთერთმა ახლობელმა განუცხადა, წლინახევრის ბავშვს ეძინა და არსებული ინფორმაციით ბავშვი სწორედ ძილის დროს გარდაიცვალა. დაძინებამდე კი მცირეწლოვანმა 3 საათით ადრე აღებინა, თუმცა ღებინების შემდეგ დამშვიდდა და დაიძინა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, ექიმებმა ჩაატარეს შესაბამისი ღონისძიებები თუმცა არსებული ინფორმაციით ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

ინფორუსთავი