სააკაშვილის განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, ვოლსკიმ ბრიფინგი მიუძღვნა

სააკაშვილის განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, ვოლსკიმ ბრიფინგი მიუძღვნამთავარი არხისთვის მიცემული ინტერვიუს გამო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყება იმ განცხადებით დაინტერესდა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას ადაცემაში გააკეთა.

უწყების ინფორმაციით, განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმ ვარაუდისთვის, რომ 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით აშკარა მცდელობა. აღნიშნულ საკითხს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ .
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ დაადასტურა ის, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების უკან თავად სააკაშვილი იდგა.

ვოლსკი აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც თანამშრომლობს “ნაციონალურ მოძრაობასთან” იმართება მიხეილ სააკაშვილის მითითებებით.

“მან პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძების ლეგიტიმურობა. პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას. საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია სააკაშვილის განცხადებები რევოლუციური სცენარის თაობაზე. მისი განცხადება უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს და ნათელს ხდის თუ რატომ გაუჩნდა კითხვები გამოძიებას 20 ივნისთან მისი კავშირის შესახებ ” – განაცხადა გია ვოლსკიმ .

აღნიშნულ განცხადებას სააკაშვილმა უპასუხა. იგი ამბობს, რომ სახელმწიფოებრიობას ანგრევს არა მისი განცხადებები, არამედ გაჭირვება , სიღატაკე და სახელმწიფო უწყებებში არსებული ის მძიმე ვითარება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პერიოდში საქართველოში შეიქმნა.

“მგელი, მგელის ძახილის არავის ეშინია. ყველამ ძალიან კარგად გაიგო ვინ არის ყველაზე დიდი მგელი ეს მგელი არის ივანიშვილი და მისი პატარა ტურები, რომლების აქეთ იქით დასდევენ. ესენი ითვლიან თავისი პოლიტიკური არსებობის და ქართველი ხალხის ძარცვის ბოლო პერიოდს. არაფერი კავშირი ამას სამართალთან არ აქვს.

ქვეყანაში დესტაბილიზაციას აწყობს სიღატაკე, რომელიც შეიყვანა ივანიშვილმა ქართველი ხალხი, დესტაბილიზაციას ქმნის კირუფცია, რომელმაც მოიცვა ყველაფერი, ეს არის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო. მე მინდა ქართველი ხალხი დავამშვიდო, რომ არსად წავიდნენ ქვეყნიდან. ამ უბედურებას მალე მოვაშთობთ” – განაცხადა მიხერილ სააკაშვილმა.

20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 2 მუხლით. ეს არის ჯგუფურად ძალადობის ოპრგანიზება. სწორედ ამ მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილს. მეორე მუხლი კი რომელზეც სამართალდამცველები მუშაობენ არის ამბოხის გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა.