სალომეს ჩაშხამებული კალანდობა 

სალომეს ჩაშხამებული კალანდობა გურიაში, სოფელ დვაბზუში ორი რეალობის შემსწრე გავხდით. ერთის მხრივ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კონცერტს უყურებენ და მათ ბედნიერი, მოზეიმე ხალხი ახვევია გარშემო. მეორეს მხრივ კი, ადამიანები აპროტესტებენ სალომე ზურაბიშვილის გურიაში ჩასვლას.

მათი თქმით, კალანდობა ღამის 12 საათზე იწყება და ყველა პრეზიდენტი 14-ში, ტრადიციის თანახმად ზეიმობდა ამ დღესასწაულს მათთან ერთად. სალომე ზურაბიშვილმა კი დღესასწაულის დღეს, 18:00 საათზე გადმოტანით, რითიც მათ შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებვით ახლანდელ პრეზიდენტს ისინი არ აღიარებენ და „მონა და ლობიოს“ პრეზიდენტის ძახილით გააცილეს. პერფორმანსის სახით, პრეზიდენტს ასევე მიუტანეს ლობიო, ჭადი და რუსულ ლანგარზე პრასი.

გურიის მოამბე