სამტრედიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – სავარაუდოდ, ეს ალექსანდრე ნადირაძეა

სამტრედიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - სავარაუდოდ, ეს ალექსანდრე ნადირაძეასამტრედიის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი საჯავახოს თემში, მდინარეში ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

სამტრედიის მერის ვალერიან ფოცხვერიას თქმით, ნაპოვნი მამაკაცი, სავარაუდოდ, საჯავახოში 30 ნოემბერს დაკარგული ალექსანდრე ნადირაძეა. მას ერთ თვეზე მეტია ეძებდნენ.

მომხდარზე გამოძიება 155-ე მუხლით მიმდინარეობდა.

“7 წლის წინ თვითმკვლელობა სცადა” – 32 წლის ალექსანდრე ნადირაძეს მეორე დღეა, ეძებენ