საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა – ქართული წყალბურთის ისტორიული გამარჯვება

საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა - ქართული წყალბურთის ისტორიული გამარჯვებაქართული წყალბურთის ისტორიული გამარჯვება. გამარჯვება, რომელიც ქართული წყალბურთში გარდატეხის მომტანი იქნება. თბილისის დინამოს ჩემპიონთა ლიგააზე, ევროპის 16 საუკეთესო გუნდში თამაში, საქართველოს 15 და 17 წლამდელ წყალბურთელთა ღირსეული გამოსვლა. ეს ყოველივე ფედერაციის სწორი მყშაობის შედეგია და ამის ნათელი დადასტურებაა დღევანდელი გამარჯვება.

უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 9:7 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი იდეალურად ჩაატარა. განსაკუთრებით ბორის ვაპენსკი უნდა გამოვყოთ, რომელმაც ფრანგთა კარში სამი გოლის გატანა მოახერხა. ასევე, ურთულესი ბურთების მოგერიება მოახერხა და რამდენჯერმე საქართველოს ნაკრები აშკარა გოლისგან  იხსნა ირაკლი რაზმაძემ.

საბოლოოდ, 9:7 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და რევაზ ჩომახიძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატი პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებით დაიწყო.

გოლები: 1:0 ბარალდი; 2:0 ბითაძე; 2:1 კრუსილატი; 2:2 მარზუკი; 2:3 იზდინსკი; 3:3 ვაპენსკი; 4:3 ვერნო; 4:4 ჯახაია; 4:5 ბაღათურია; 5:5 კრუსილატი; 6:5 ვაპენსკი; 6:6 ვერნო, 7:6 მაგრაქველიძე; 7:7 ვერნო; 8:7 იმნაიშვილი; 9:7 ვაპენსკი.

90 წუთი