საქართველოში პოპულარული წამალი, რომელსაც ბავშვების სიცოცხლე შეეწირა 

საქართველოში პოპულარული წამალი, რომელსაც ბავშვების სიცოცხლე შეეწირა ასეთი მედიკამენტების სიაში მოხვდა პოპულარული ტკივილგამაყუჩებელი “ნიმესილი”. ბევრმა არ იცის, რომ ნიმესილის გვერდითი ეფექტების შესახებ და რომ ის სხვა მრავალ ქვეყანაშიც აკრძალული წამალია.

დავიწყოთ იქიდან, რომ “ნიმესლი” ძალიან ძლიერი ტკივილგამაუყჩებელია. მას უნიშნავენ ადამიანებს, რომლებიც ქირურგიული ოპერაციის შემდგომ ტკივილებს განიცდიან ან ძლიერ თავის ტკივილებს უჩივიან. მიუხედავად ამისა, საქართველოში მას მცირე ტკივილის დროსაც იღებენ, რაც ძალიან სახიფათოა, რადგან ნიმესილი უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე. ხშირმა მოხმარებამ შეიძლება ღვიძლის გადაგვარება გამოიწვიოს, რისი მკურნალობაც, მხოლოდ ორგანოს შეცვლით შეიძლება.

2007 წელს ევროპულმა მედიცინის სააგენტომ ჩაატარა ექსპერიმენტი და აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც ნიმესულიდის შემცველ მედიკამენტებს იღებდნენ, უყალიბდებოდათ კუჭ-ნაწლავური სისხლდენა და მუცლის წყლული. ნიმესულიდი აგრეთვე მკაცრად არის აკრძალული ორსულების, მეძუძური ქალების, თინეიჯერების და ასთმის მქონე ადამიანებისთვის.
სწორედ ამის გამო მრავალ ქვეყანაში ნიმესულიდი აკრძალულია.

pus.ge