საშინელი ავარია რუსთავში – 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა – ვიდეო

საშინელი ავარია რუსთავში - 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა - ვიდეოსაშინელი ავარია მოხდა რუსთავში, იაღლუჯის ფერდობთან.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე 2 მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე მოძრაობისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამოტრიალდა და ბეტონის ძელთან გაჩერდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.