შამბა – ”საქართველოსთან დიალოგის დაწყებაა საჭირო”

შამბა - ”საქართველოსთან დიალოგის დაწყებაა საჭირო”დე ფაქტო აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენელ და ე.წ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრ, სერგეი შამბას განცხადებით, საქართველოსთან საჭიროა დიალოგის დაწყება ნორმალური ურთიერთობების დასამყარებლად. “მთავარ არხთან” საუბარში მან აღნიშნა – რომ თავად ამის მომხრეა ნაცვლად იმისა, რომ გაგრძელდეს ისეთი კონფრონტაცია, როგორიც დღესაა.

კითხვაზე, როგორ ხედავს დიალოგის პერსპექტივას, პასუხობს – უნდა დასხდნენ პირისპირ სოხუმი და თბილისი და დაიწყონ საუბარი სხვადასხვა ფორმით.

შარშან სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ის ქართველებს მტრად აღარ მიიჩნევს და რომ შესაძლებელია საქართველოსთან დიალოგის დაწყება. მაშინ მის ამ სიტყვებს ე.წ. მთავრობის წარმომადგენლები გაემიჯნენ.

სერგეი შამბასთან ინტერვიუ “ლაივპრესმა” 2016 წელს ჩაწერა. ის ამბობდა, რომ აცნობიერებს შემდეგ გარემოებას – ადრე თუ გვიან, ჩვენს “ქვეყნებს” შორის ურთიერთობა დარეგულირდება.

ლაივპრესი