სოლსკიაერი: ”პოგბას თამაში ძალიან უნდა”

სოლსკიაერი: ”პოგბას თამაში ძალიან უნდა”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბაზე ისაუბრა და თქვა რომ ფრანგ ფეხბურთელს ძალიან უნდა თამაში და ის მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც მოედანზე დაბრუნდება:

”არ მესმის რატომ აკრიტიკებენ პოგბას. მას ყველაზე მეტად სურს დაბრუნება და მაღალ დონეზე თამაში, მაგრამ ჯერ მან ტრავმა ბოლომდე უნდა მოიშუშოს. ჩვენ ყველას გვინდა რომ პოგბა მოედანზე ვიხილოთ”.

პოლ პოგბამ ერთი თვის წინ ოპერაცია გაიკეთა და მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.