სოლსკიაერი: ”შესაძლოა ალექსის სანჩესი დავიბრუნოთ”

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავის გუნდზე ისაუბრა და თქვა, რომ მთავარი პრობლემა შეტევის ხაზია, განსაკუთრებით მარკუს რეშფორდის ტრავმის შემდეგ, ამიტომ ის სანჩესის გუნდში დაბრუნებას არ გამორიცხავს:

”სანჩესი ინტერში ცუდად არ თამაშობს და რადგან ჩვენ შეტევაში სირთულეები გვაქვს, შესაძლოა მას ვუხმოთ დასახმარებლად. ვფიქრობ ის იმსახურებს მეორე შანსს და მას გაცილებით მეტი შეუძლია. ვეცდებით შეტევაში პრობლემები მოვაგვაროთ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია”.