სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ცოლ-ქმარი გაიგუდა, მათი 40 წლის შვილი კლინიკაში გადაიყვანეს

სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ცოლ-ქმარი გაიგუდა, მათი 40 წლის შვილი კლინიკაში გადაიყვანესხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად 2 ადამიანი, ცოლ-ქმარი დაიღუპა ხოლო მათი შვილი 40 წლამდე მამაკაცი დაშავდა. მას სხეულზე დამწვრობა აქვს მიღებული.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სახლში მყოფი ცოლ-ქმარი გაიგუდა. სახლში მყოფი მათიო შვილი კი  დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე ხანძრის ლოკალიზებისთვის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა, დაშავებული მამაკაცი ხელვაჩაურის საავადმყოფოში არის მოთავსებული და ქუთაისში დამწვრობის ცენტრში გადაყვანის პროცედურები მიმდინარეობს.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.