სტამბულში მიწისძვრა მოხდა

სტამბულში მიწისძვრა მოხდათურქეთში, ქალაქ სტამბულში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.8 ბალი შეადგინა. თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრამ ქალაქში პანიკა გამოიწვია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

თურქეთის საგანგებო მდგომარეობათა სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო.

იპნ