თბილისში ავტობუსი ხეს შეეჯახა – დაიღუპა შუახნის ქალი

თბილისში ავტობუსი ხეს შეეჯახა - დაიღუპა შუახნის ქალიავლაბარში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 1 მგზავრი, შუახნის ქალი, მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.