თეირანში აქციაზე გენერალ სოლეიმანის ფოტოები დაწვეს

თეირანში აქციაზე გენერალ სოლეიმანის ფოტოები დაწვესირანული მედიის ცნობით, თეირანში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის დედაქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის მთავრობამ „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“ აღიარა.

თეირანის ქუჩებში გამოსულები გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ისინი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადადგომასაც მოითხოვდნენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი გენერლის, ქასემ სოლეიმანის ფოტოებიც დახიეს.
ირანის პოლიციამ აქცია დაშალა,

პირველი არხი