თურქეთში მიწისძვრა განმეორდა

თურქეთში მიწისძვრა განმეორდათურქეთში მიწისძვრა ისევ განმეორდა.

5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ სივრიჯეს პროვინციაში დაფიქსირდა. ჯერ-ჯერობით დაშავებულების შესახებს ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, 24 იანვარს ღამით, თურქეთის ტერიტორიაზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 29 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულთა რიცხვი 1500-მდე აღწევს. სამაშველო სამსახურმა 43 ადამიანის ნანგრევევიდან ამოყვანა შეძლო. დანგრეულია 73 შენობაზე მეტი, 500-ზე მეტი კი ძლიერაა დაზიანებული.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბულში სიტყვით გამოსვლა გააუქმა და მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის დაკრძალვას დაესწრო, შემდეგ ეწვია მალატაია, რომელიც ასევე შემთხვევის ეპიცენტრი იყო.

ინფორუსთავი