თურქეთში ქართველი ქალი, ირმა კ. მოკლეს

თურქეთში ქართველი ქალი, ირმა კ. მოკლესთურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, ქალაქ კაისერში, შეიარაღებული თავდასხმის დროს საქართველოს მოქალაქე, ირმა კ. მოკლეს.

მედიის ცნობით, ქალს, რომელიც ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა, 30 იანვარს ღამით ქუჩაში დაესხნენ თავს. მასთან ერთად მყოფი ორი პირი კი დაჭრილია.

ქალებს თავს სამსახურიდან გამოსვლის დროს დაესხნენ.

უცნობმა პირებმა მათ მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე და მძიმედ დაიჭრა მასთან მყოფი კიდევ 2 ქალი.