ტომას მიულერმა ნიკო კოვაჩი გააკრიტიკა

ტომას მიულერმა ნიკო კოვაჩი გააკრიტიკაბაიერნის ერთ-ერთმა ლიდერმა ტომას მიულერმა ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი გააკრიტიკა და თქვა რომ მისი მეთოდები არაეფექტური იყო. მიულერის აზრით კოვაჩის წასვლის შემდეგ ბაიერნი გაცილებით უკეთ ათამაშდა:

”მახსოვს, რომ კარგ ფორმაში ვიყავი და კოვაჩმა ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში არ მათამაშა. ეს პირველ როგში გუნდისთვის იყო საზიანო და შედეგებიც შესაბამისი გვქონდა. ბოლო პერიოდში გაცილებით უკეთესად ვთამაშობთ და ეს ახალი მწვრთნელის დამსახურებაა”. კოვაჩი თანამდებობიდან ნოემბრის ბოლოს გაუშვეს.