“ცეკვავენ ვარსკვლავები” ანკა ვასაძემ მოიგო

"ცეკვავენ ვარსკვლავები" ანკა ვასაძემ მოიგო“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეცხრე სეზონის გამარჯვებული მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ანკა ვასაძე გახდა.
ანკას მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იყო. წყვილი ფინალამდე ისე მივიდა, რომ ერთხელაც არ ყოფილან გავარდნის კანდიდატები.
მეორე ადგილზე ფეხბურთელი დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი გავიდნენ.
მესამე ადგილი კი მსახიობმა გია ფერაძემ და ვერკა ჯაჯანიძემ დაიკავეს.
ყველა ფინალისტს სხვადასხვა პრიზები გადაეცა. საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ გია ფერაძეს მხოლოდ მობილური აჩუქეს.