წნორში მამაკაცმა დეიდა მოკლა – ვიდეო

წნორში მამაკაცმა დეიდა მოკლა - ვიდეოსიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი დეიდა მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ 1993 წელს დაბადებული დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დეიდასა და დისშვილს შორის უთანხმოება ფულის გამო მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდას თავის არეში დაზიანება მას შემდეგ მიაყენა, რაც ქალმა ფულის მიცემაზე უარი უთხრა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა:

”შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1 პირი – 1993 წელს დაბადებული ი.გ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ.-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.”