პარლამენტში ხმაურიანი სხდომა იმართება. სახალხო დამცველის მოხსენებამ იუსტიციის მინისტრი გააღიზიანა.
მთავრაობის წევრის განცხადებით, ომბუდსმენი არასდროს იცავს “ქართული ოცნების” წევრებს, ბიძინა ივანიშვილს, პირადად მას.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ ერთადერთი ვინც დაიცვა ლომჯარიამ ეს ანრი ოხანაშვილის ოჯახი იყო.
“ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი პროგრესზე. ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი თანამშრომლის გაჭირვებაზე. თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება. არ ხართ ჩემი ომბუდსმენი”- თქვა მინისტრმა.

