ვან დეიკი: ”ლივერპულის ძალა გუნდურობაშია”

ვან დეიკი: ”ლივერპულის ძალა გუნდურობაშია”ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა რომ ლივერპულის მთავარი ძალა მისი გუნდურობაა, რადგან მოედანზე ყველა ფეხბურთელმა იცის, თუ რა ევალება მას. ჰოლანდიელი მცველი თვლის, რომ თუ ლივერპულმა ასე გააგრძელა, მას ვერავინ შეაჩერებს:

”ჩვენ პირველ რიგში გუნდური თამაშით ვართ გამორჩეულები და მოედანზე ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ასეთი რამ წარმატებისთვის აუცილებელია. მთავარია რომ მომავალშიც ასე გაგრძელდეს და ვფიქრობ კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებთ”. ლივერპული პრემიერ ლიგას ამჟამად 16 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.