ვარკეთილში საცხობში 59 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს

ვარკეთილში საცხობში 59 წლის ქალი გარდაცვლილი ნახესმორიგი უბედური შემთხვევა – ვარკეთილში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 59 წლის ქალი გარდაიცვალა. ის საცხობში მუშაობდა, სადაც დღეს გარდაცვლილი ნახეს.

მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. როგორც “კურიერს” უწყებაში განუცხადეს, ქალის გარდცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა შესაძლოა მიზეზი სწორედ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს ექსპერტიზა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.