ვეძინის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ცეცხლი გავრცელდა იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის სასხვენო გადახურვაზე.

ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ვეძინის ქუჩაზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი