ზუსტად ამ ორი სიტყვის გამო არის სუსიდან წიხლისრტყმით გამოგდებული – მაჩალიკაშვილი გოგაშვილის სატელევიზიო ინტერვიუზე

ზუსტად ამ ორი სიტყვის გამო არის სუსიდან წიხლისრტყმით გამოგდებული - მაჩალიკაშვილი გოგაშვილის სატელევიზიო ინტერვიუზე„გოგაშვილმა ყოველი სიტყვით დაამტკიცა, რომ ისინი მართლაც კრიმინალები და ტერორისტები არიან და მაჩალიკაშვილების ოჯახი, თემირლანი კი, ნამდვილად უდანაშაულოა“, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა “2020NEWS”-ს განუცხადა და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს გამოეხმაურა.

„სოსო გოგაშვილის გუშინდელ ბოდვებთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, მიჭირს ვისაუბრო.

გოგაშვილმა ყოველი სიტყვით დაამტკიცა, რომ ისინი მართლაც კრიმინალები და ტერორისტები არიან და მაჩალიკაშვილების ოჯახი, თემირლანი კი, ნამდვილად უდანაშაულოა.

გოგაშვილის განცხადებას, რომ იგი 2012 წლის შემდეგ, პანკისის ხეობაში არ ყოფილა და იქამდე ნამყოფია დუისში, ომალოში, ხალასტანში, ამ სიტყვებს ისე ამბობდა, თითქოს მონანიებას ითხოვდა. ისე გამოსდიოდა, რომ იგი ხეობაში ხალხს იცნობს.

მინდა, ერთი რამ ხაზგასმით აღვნიშნო, ჩემი მეუღლე  მედიკო იძახის. გოგაშვილი ვნახე არა სპეცოპერაციის მსვლელობის დროს, არამედ 10 საათისთვისო, ყველაფერმა რომ ჩაიარა, თემირლანის ცხედარი, რომ გაიტაცეს, წავიდნენ და რომ არ ვიცოდით, რა ხდებოდა. გოგაშვილი ხეობაში სწორედ ამ დროს იყო ამოსული, მაშინ გამოელაპარაკა მედიკოს. მე სინამდვილეში იქ არ მინახავს.

სოსო გოგაშვილს მივმართავ, კიდევ ამოვიდეს პანკისის ხეობაში, ხომ ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა? პანკისის ხეობა, ხომ მისი მიწა-წყალია? ხოდა კიდევ ერთხელ ამოვიდეს და სოფლები მოიაროს.

რაც შეეხება განცხადებას, რომ თითქოს თემირლანს დაუკავშირდა ჩატაევი და თემირლანი ხეობაში მე დამიკავშირდა, სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ სოსო გოგაშვილი ზუსტად ამ ორი სიტყვის გამო არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან წიხლისრტყმით გამოგდებული.

ჩემთან და თემირლანთან დაკავშირებული განცხადება, თითქოს ჩატაევი დაგვიკავშირდა იყო ყველაზე გახრწნილი ტყუილი.
რასაც გოგაშვილის საუბრობს, ეს იყო სრული აბსურდი, სიგიჟე და იგი ამით ცდილობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას ზურგი არ შეაქციოს“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, 30 იანვარს სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სპეცოპერაციის დღეს იგი ხეობაში არ იმყოფებოდა და მოკლული მაჩალიკაშვილის დედის განცხადებას ტყუილს უწოდებს.

გოგაშვილის განცხადებით, ტერორისტი ახმედ ჩატაევი თემირლან მაჩალიკაშვილს დაუკავშირდა, რომელიც შემდგომ დახმარებისთვის, პანკისისი ხეობაში მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუკავშირდა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერვიუში ასევე დასძენს,რომ თემირლანი ცოცხალი „სჭირდებოდათ“ რათა გამოძიებისთვის ჩატაევზე ინფორმაცია მიეწოდებინა . მისი თქმით, 19 წლის ახალგაზრდა, რომ გადარჩენილიყო ახლა მას უკვე სასჯელი მისჯილი ექნებოდა.
გოგაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში მალხაზ მაჩალიკაშვილს მძიმება ბრალდება წაუყენა. ტერორისტად მოიხსენა და დაადანაშაულა, რომ მაჩალიკაშვილს მისი შვილიშვილების მოკვლა სურდა.