2018 წლის 11 აგვისტოს მომხდარი ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე ვ.კ. დააკავეს – ვიდეო

2018 წლის 11 აგვისტოს მომხდარი ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე ვ.კ. დააკავეს - ვიდეოშინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, 2018 წელს დოლიძის ქუჩაზე ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამართალდამცველებს ლევან სიგუას მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ვ.კ. ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სამართალდამცველებს 2018 წლის 11 აგვისტოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი, 1975 წელს დაბადებული ლ.ს.-ს მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

გამოძიება ანგარებით ან პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის ოქტომბერში დაკავებულია 3 პირი. გარდა ამისა, 2019 წელს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და ამ დრომდე იძებნება 2 პირი“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.