90-იანი წლები დაბრუნდა – ბოლნისში 70-წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს

90-იანი წლები დაბრუნდა - ბოლნისში 70-წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვესსამართალდამცველების და ექსპერტ-კრიმინალისტების განსაკუთრებული მობილიზაცია ბოლნისში – სოფელ სამწვერისში 70 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს. მეზობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მამაკაცის გვამი ადგილობრივებმა დილით ნახეს. გუშინ საღამოს ის სახლში არ მისულა და ოჯახის წევრებმა მისი ძებნა დაიწყეს. მეზობლების ინფორმაციით, მოკლულს გულის არეში აქვს სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული.
“დილით ავდექით, ეს ჩემი ბიძაშვილია. დანით არის მოკლული. სოფელში პანიკაა, თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ. აქ ყველა ყველას ნათესავია, სავარაუდოდ ვიღაც მოვიდა და მოკლა” – აცხადებს ადგილობრივი.

ნიუპოსტი